თეგი: ყოფილი პოლიციელი

ყოფილი პოლიციელი: მშობლები არ მომიკლავს, ჩვენება ზეწოლის ქვეშ მივეცი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაზისუბანში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ მშობლები არ მოუკლავს. მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა. "გამოძიებისას სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ მომხდარის გამო ციხეში ან თავად წავიდოდა, ან მის დას დაიჭერდნენ. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექსპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ, რომელიმე იარაღისთვის უნდა წაესვათ", - განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა. პროკურორმა მის განცხადებას აბსურდული უწოდა. შეგახსენებთ, რომდენიმე თვის წინ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მშობლების მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი დაიჭირეს.  

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.  დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.  

პროკურატურა ყოფილი პოლიციელის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა, უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. მკვლელობის შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით ბრალდებულმა სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.